AV ტექნოლოგიები
AV over IP: როგორ ცვლის IP-ტექნოლოგია აუდიო ვიზუალური სისტემების მომავალს
· 8 წუთში საკითხავი
AV over IP ტექნოლოგია აუდიო და ვიდეო სიგნალების გადაცემას სტანდარტული ქსელური ინფრასტრუქტურის საშუალებით ახდენს, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს - მოქნილ სისტემებს, შორ მანძილზე გადაცემას და მომავლისთვის მზა ინფრასტრუქტურას
AV over IP · ქსელური ტექნოლოგიები · ვიდეო გადაცემა · ინფრასტრუქტურა · ფრესნელი
_1764861618637.png)
ტექნოლოგიური განვითარება ყოველდღიურად ცვლის იმას, თუ როგორ ვმართავთ, ვანაწილებთ და ვაკონტროლებთ აუდიოვიზუალურ კონტენტს. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადატრიალება არის AV over IP (Audio - Video over Internet Protocol) ტექნოლოგია, რომელიც აუდიო და ვიდეო სიგნალების გადაცემას სტანდარტული ქსელური ინფრასტრუქტურის საშუალებით ახდენს
თუ ადრე AV სისტემები ბევრ შეზღუდვას ქმნიდა: კაბელების დაგეგმვა, დისტანციის შეზღუდვა და მონტაჟი მასშტაბურ პროექტებში, დღეს AV over IP სრულიად ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს - მოქნილ სისტემებს, ცვლილებების შემთხვევაში მომენტალურ რეაგირებას, შორ მანძილზე გადაცემის საშუალებას და მომავლისთვის მზა ინფრასტრუქტურას
როგორც AV სისტემების ინტეგრატორი კომპანია, ყოველდღიურად ვაკვირდებით აღნიშნული ტექნოლოგიის სტანდარტად გადაქცევის პროცესს თითქმის ყველა სფეროში, სადაც საჭიროა საიმედო, მაღალი ხარისხისა და მარტივად მართვადი სისტემები
რა არის AV over IP
AV over IP გულისხმობს ვიდეო და აუდიო სიგნალების სტანდარტულ IP ქსელებზე გადაცემას იგივე ინფრასტრუქტურით, რომელზეც მუშაობს კომპიუტერები, სერვერები, Wi-Fi და IT სისტემები
ტრადიციული HDMI, SDI ან VGA კაბელების ნაცვლად, ტექნოლოგია იყენებს:
- AV over IP Encoder/Decoder ეს არის სისტემა, რომელიც აკონტროლებს ვიდეო და აუდიო სიგნალების გადაცემას ქსელში
- Encoder იღებს HDMI წყაროს (მაგ. კამერა, კომპიუტერი, მედია ფლეიერი) და გარდაქმნის ქსელურ სტრიმად
- Decoder მიღებულ სიგნალს ისევ HDMI ფორმატში აბრუნებს გამოსახულებისთვის
- Control interface პროგრამული პლატფორმა ან მართვის პულტი მთლიანი სისტემის ცენტრალიზებული მართვისთვის
- Network switch ქსელის კომუტატორი, რომელიც ახდენს ნაკადების გავრცელებას ქსელზე
ქსელის კომუტატორს აქვს შემდეგი მხარდაჭერა:
- Multicast/IGMP - ერთი სტრიმი რამდენიმე ეკრანამდე მისასვლელად
- QoS (Quality of Service) - მაღალი პრიორიტეტი აუდიო/ვიდეო ნაკადებისთვის
- VLAN სეგმენტაცია - AV ტრაფიკის განცალკევება სხვა ოფისის ქსელისგან

ეს კონცეფცია საშუალებას გვაძლევს არ შევზღუდოთ ჩვენი „მატრიცა". 8×8 ან 16×16 კონფიგურაციები განსაზღვრავს სისტემის საზღვრებს. IP-ზე დაფუძნებული არქიტექტურა პრაქტიკულად უსასრულოდ მასშტაბირებადია
რატომ ხდება AV over IP თანამედროვე სისტემების სტანდარტი
- შეუზღუდავი მასშტაბირება ახალი ეკრანის დამატება მხოლოდ ახალი Encoder/Decoder-ის ქსელზე დაერთებას საჭიროებს, არ არის საჭირო რემონტი ან რთული გაყვანილობა
- ხარჯების შემცირება იყენებს იმავე ქსელს, რაც უკვე არსებობს შენობაში და მარტივდება ტექნიკური მხარდაჭერა
- მოქნილი ინფრასტრუქტურა ცვლილებები software-ის საშუალებით ხორციელდება, არსებული ქსელი და კაბელები უცვლელი რჩება
- გრძელი დისტანცია IP-ს შემთხვევაში მანძილი პრაქტიკულად შეუზღუდავია - სართულებს, კორპუსებს და ქვეყნებს შორისაც
ცენტრალური კონტროლი და მონიტორინგი
თანამედროვე AV over IP სისტემები საშუალებას იძლევა:
- სიგნალები გადაირთოს მარტივად
- ყველა მოწყობილობის სტატუსი შემოწმდეს დისტანციურად
- პრობლემა უმალ იქნას აღმოჩენილი და გამოსწორებული
- მართვადი გახდეს ავტომატური განახლებები
IT გუნდებისთვის ეს ნიშნავს ნაკლებ ფიზიკურ ჩარევას, გამარტივებულ დიაგნოსტიკას და სანდო ინფრასტრუქტურას
ფრესნელში მსგავსი ტიპის სისტემებს ვიყენებთ მასშტაბური AV პროექტებისთვის, სადაც კლიენტისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო, ცენტრალიზებული, 24/7 მართვა

მომავლისთვის მზა ინფრასტრუქტურა
AV over IP არის ტექნოლოგია, რომელიც ბუნებრივად ვითარდება:
- ახალი კოდეკები
- შედარებით მაღალი გარჩევადობები (8K, 16K)
- უკეთესი გამტარუნარიანობა
- ქსელური უსაფრთხოების გაუმჯობესება
ტრადიციული AV ინფრასტრუქტურა ხშირად მოითხოვს მის სრულად შეცვლას, IP ინფრასტრუქტურა კი მხოლოდ განახლებას, რაც ბევრად მარტივი და ბიუჯეტურია
სად გამოიყენება AV over IP
- კორპორატიული სექტორი საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები
- განათლება სალექციო დარბაზები, ჰიბრიდული სწავლება
- გართობა კაზინო, რესტორანი, ლაუნჯი, ბარი
- მედია და მაუწყებლობა Live routing, remote production
დასკვნა
AV over IP უკვე აღარ არის „ინოვაცია" - ეს არის ახალი ინდუსტრიული სტანდარტი. მისი მთავარი უპირატესობა აერთიანებს მოქნილ არქიტექტურას, უსასრულო მასშტაბურობას, IT უსაფრთხოებას, ხარჯების ოპტიმიზაციას და მაღალი ხარისხის გადაცემას
დღეს ყველა თანამედროვე კომპანია, რომელსაც სჭირდება საიმედო AV ინფრასტრუქტურა - იქნება ეს კორპორაციული, საგანმანათლებლო, სამთავრობო თუ სამედიცინო სფერო - გადადის IP ტექნოლოგიაზე
ფრესნელი ამ პროცესებს ამარტივებს, როგორც სისტემური არქიტექტურის დაგეგმვით, ისე მოწყობილობების შერჩევითა და სრული AV over IP ინფრასტრუქტურის დანერგვით