AV ტექნოლოგიები

ფონური გახმოვანების სისტემა: რა უნდა გავითვალისწინოთ შერჩევამდე?

· 6 წუთში საკითხავი

ფონური გახმოვანება მხოლოდ დინამიკების მონტაჟს არ ნიშნავს. სწორი სისტემის შერჩევამდე მნიშვნელოვანია სივრცის დანიშნულების, ზონების, დინამიკების ტიპის, ხმის თანაბარი განაწილებისა და მართვის გათვალისწინება.

ფონური გახმოვანება · მრავალზონიანი აუდიო · აუდიო სისტემები · დინამიკები

ფონური გახმოვანების სისტემა: რა უნდა გავითვალისწინოთ შერჩევამდე?

ფონური გახმოვანება მხოლოდ დინამიკების დამონტაჟებას არ ნიშნავს. სწორად დაგეგმილი აუდიო სისტემა ქმნის კომფორტულ გარემოს, ერწყმის ინტერიერს, მარტივად მართვადია და ხმას ყველა ზონაში თანაბრად ანაწილებს.

რესტორანში, სასტუმროში, მაღაზიაში, ოფისში, სალონსა თუ კერძო სახლში ფონური მუსიკა უნდა იყოს სასიამოვნო, შეუმჩნეველი და, რაც მთავარია, არ უნდა იყოს შემაწუხებელი. სწორედ ამიტომ, სისტემის შერჩევამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებაა საჭირო.

1. სივრცის ტიპი და დანიშნულება

პირველ რიგში უნდა განისაზღვროს, რა ტიპის სივრცეში იგეგმება გახმოვანება და რა ფუნქცია ექნება მუსიკას. მაგალითად, პატარა მაღაზიას შეიძლება მხოლოდ მშვიდი ფონური მუსიკა სჭირდებოდეს, ხოლო რესტორანში დღის განმავლობაში დაბალი ხმის დონე იყოს საჭირო, საღამოს კი - უფრო აქტიური. სასტუმროში სხვადასხვა სივრცეს, მაგალითად ლობის, დერეფანს, ტერასას ან საკონფერენციო ზონას, განსხვავებული აუდიო მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს.

სისტემის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სივრცის ფართობი, ჭერის სიმაღლე, ინტერიერში გამოყენებული მასალები, გარემოს ხმაურის დონე და ის, თუ როგორი ხმის ხარისხი სჭირდება ობიექტს ყოველდღიურ რეჟიმში.

2. ზონებად დაყოფა

ფონური გახმოვანების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სივრცის ზონებად დაყოფაა. ზონა არის სივრცე, რომლის ხმის დამოუკიდებლად მართვაა შესაძლებელი. მაგალითად, რესტორანში ცალკე ზონებად შეიძლება გამოიყოს მთავარი დარბაზი, ბარი, ტერასა, VIP ოთახი, შესასვლელი და საპირფარეშო.

ზონებად დაყოფა საშუალებას იძლევა, სხვადასხვა სივრცეში ხმის განსხვავებული დონე იყოს. მაგალითად, ტერასაზე მუსიკა შეიძლება უფრო ხმამაღლა ჟღერდეს, ხოლო დახურულ დარბაზში - შედარებით დაბალ დონეზე.

ასევე შესაძლებელია, ერთ კონკრეტულ ზონაში ერთი მუსიკა ჟღერდეს, ხოლო მეორე ზონაში - სხვა. მაგალითად Spotify, ტელევიზორი, მიკროფონი, DJ სისტემა ან სხვა. რაც უფრო მეტი ზონაა საჭირო, მით უფრო კომპლექსური ხდება სისტემა და, შესაბამისად, იზრდება პროექტის ღირებულებაც.

გალერეა

Blaze-ის ფონური გახმოვანების მაგალითი ფიტნეს კლუბში
ფიტნეს კლუბის აუდიო სისტემის ზონების გეგმა
მაღაზიის ფონური გახმოვანების ზონების გეგმა
Blaze-ის ფონური გახმოვანების მაგალითი საცალო მაღაზიაში

3. დინამიკები ინტერიერს უნდა მოერგოს

კარგი აუდიო სისტემა არა მხოლოდ ხარისხიანად უნდა ჟღერდეს, არამედ ვიზუალურადაც უნდა ერწყმოდეს სივრცეს. ყველა პროექტისთვის დიდი და თვალშისაცემი დინამიკები აუცილებელი არ არის. არსებობს სხვადასხვა ტიპის დინამიკი:

  • ჭერის დინამიკები - კარგი არჩევანია ოფისებისთვის, სასტუმროებისთვის, რესტორნებისა და ისეთი სივრცეებისთვის, სადაც ტექნიკა ნაკლებად უნდა ჩანდეს.
  • კედლის დინამიკები - გამოიყენება მაშინ, როცა ჭერში მონტაჟი რთულია ან საჭიროა უფრო მიმართულებითი ხმა.
  • დაკიდებული ჭაღის ტიპის დინამიკები - ხშირად გამოიყენება მაღალი ჭერის მქონე სივრცეებში, მაგალითად კაფეებში, შოურუმებსა და კომერციულ ობიექტებში.
  • გარე სივრცის დინამიკები - განკუთვნილია ტერასებისთვის, ეზოებისა და ღია სივრცეებისთვის. ასეთ დინამიკებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დაცვა ტენისა და გარე პირობებისგან.
  • უხილავი ან დიზაინ დინამიკები - გამოიყენება პრემიუმ ინტერიერში, სადაც ტექნიკა მაქსიმალურად უნდა იყოს დამალული.

დინამიკის შერჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ჟღერადობა, არამედ ფერი, ფორმა, ზომა და მონტაჟის ადგილიც.

4. ხმის ხარისხი და მისი თანაბარი განაწილება

ფონური მუსიკის მთავარი მიზანი მაღალი ხმის შექმნა არ არის. მისი მთავარი დანიშნულებაა, ხმა სივრცეში თანაბრად განაწილდეს და კომფორტული გარემო შექმნას. არასწორად დაგეგმილი სისტემის შემთხვევაში ხშირად ხდება, რომ ერთ ადგილას მუსიკა ზედმეტად ხმამაღალია, ხოლო მეორე ნაწილში თითქმის არ ისმის. ასეთ პირობებში სივრცე სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის ნაკლებად კომფორტული ხდება.

სწორი პროექტირებისას დინამიკები ისე ნაწილდება, რომ ხმა მთელ სივრცეში თანაბარი, რბილი და სასიამოვნო იყოს. ფონური მუსიკა არ უნდა ფარავდეს საუბარს და არ უნდა იწვევდეს დაღლილობის შეგრძნებას.

5. მართვა: პლანშეტით, ტელეფონით თუ ანალოგურად?

ფონური გახმოვანების სისტემა ყოველდღიურ გამოყენებაში მარტივად სამართავი უნდა იყოს. მომხმარებელს არ უნდა სჭირდებოდეს ტექნიკური ცოდნა იმისათვის, რომ დაარეგულიროს ხმა ან შეცვალოს მუსიკის წყარო. მართვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

  • ანალოგური მართვა მარტივი და პრაქტიკული გადაწყვეტაა მცირე სივრცეებისთვის. ასეთ შემთხვევაში კედელზე მონტაჟდება ხმის მარეგულირებელი, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ზონის ხმის აწევა ან დაწევა მარტივად არის შესაძლებელი.
  • პლანშეტით ან ტელეფონით მართვა უფრო მოსახერხებელია მრავალზონიანი ობიექტებისთვის. შესაძლებელია ზონების არჩევა, ხმის რეგულირება, მუსიკის წყაროს შეცვლა და საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული ზონის გამორთვა.
  • ცენტრალური მართვის სისტემა გამოიყენება უფრო კომპლექსურ პროექტებში, სადაც აუდიოსისტემა შეიძლება ინტეგრირებული იყოს განათებასთან, ფარდებთან, ეკრანებთან ან სხვა საინჟინრო სისტემებთან.

მთავარია, სისტემა ინტუიციური იყოს. ადმინისტრატორმა ან თანამშრომელმა მისი ყოველდღიური მართვა ზედმეტი ტექნიკური ჩარევის გარეშე უნდა შეძლოს.

ახლა კი დროა გავიგოთ, რა განსაზღვრავს ფონური გახმოვანების ფასს…

ფონური გახმოვანების სისტემის ღირებულება ერთი კონკრეტული თანხით ვერ განისაზღვრება, რადგან თითოეულ სივრცეს განსხვავებული მოთხოვნები აქვს. ფასი დამოკიდებულია არა მხოლოდ დინამიკების რაოდენობაზე, არამედ სისტემის ფუნქციონალზე, ხარისხსა და მონტაჟის სირთულეზეც.

ღირებულებას ძირითადად განსაზღვრავს:

  • სივრცის ზომა;
  • ზონების რაოდენობა;
  • დინამიკების ტიპი;
  • გამაძლიერებლების სიმძლავრე;
  • აუდიო პროცესორი ან მატრიცა;
  • მართვის სისტემა;
  • კაბელირების სირთულე;
  • შიდა და გარე სივრცეების რაოდენობა;
  • არჩეული ბრენდი;
  • მონტაჟის პირობები.

მარტივი ფონური სისტემა შეიძლება რამდენიმე დინამიკისა და ერთი გამაძლიერებლისგან შედგებოდეს. უფრო კომპლექსურ პროექტებში კი შესაძლოა საჭირო გახდეს რამდენიმე ზონა, დამოუკიდებელი მართვა, ქსელური აუდიო, მიკროფონის ინტეგრაცია, DJ სისტემასთან დაკავშირება ან პლანშეტით მართვა.

საორიენტაციოდ, მცირე ზომის სივრცეში, მაგალითად, პატარა მაღაზიაში, სალონში, კაფეში ან ოფისში - მარტივი, ერთზონიანი ფონური გახმოვანების სისტემის ღირებულება დაახლოებით 2 500–6 000 ლარიდან იწყება.

საშუალო ზომის ობიექტებში, სადაც საჭიროა რამდენიმე ზონა, მეტი დინამიკი, დამოუკიდებელი ხმის კონტროლი და უფრო მაღალი კლასის გამაძლიერებელი, ბიუჯეტი, როგორც წესი, 6 000–18 000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

უფრო დიდ პროექტებში, მაგალითად, რესტორანში, სასტუმროში, მრავალსართულიან ოფისში ან ტერასიან ობიექტში, სადაც საჭიროა პლანშეტით მართვა და სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა მუსიკის გაშვება, ღირებულება 18 000 ლარიდან იწყება.

პრემიუმ კლასის სისტემებში, სადაც აუდიო ინტეგრირებულია განათებასთან, ფარდებთან, ეკრანებთან ან ცენტრალურ მართვის სისტემასთან, ფასი ინდივიდუალურად განისაზღვრება. მითითებული თანხები საორიენტაციოა. საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია სივრცის დათვალიერებაზე, ტექნიკურ დავალებასა და სასურველ ფუნქციონალზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი წინასწარი დაგეგმვა?

ფონური გახმოვანების სისტემა უმჯობესია რემონტის ან ინტერიერის პროექტირების ეტაპზე დაიგეგმოს. ამ დროს შესაძლებელია კაბელების სწორად გაყვანა, დინამიკებისთვის ოპტიმალური ადგილების შერჩევა და ტექნიკის მაქსიმალურად დამალვა. თუ სისტემის მონტაჟი მოგვიანებით იგეგმება, პროექტირება მაინც აუცილებელია. სწორი დაგეგმვა თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯებს, არასწორად შერჩეულ მოწყობილობებსა და ხმის არათანაბარ განაწილებას.

კარგად დაგეგმილი სისტემა მომავალშიც მარტივად ფართოვდება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ახალი ზონების, დამატებითი დინამიკების ან შედარებით თანამედროვე მართვის სისტემის დამატება.

თუ გეგმავთ ახალი სივრცის მოწყობას ან არსებული სისტემის განახლებას, ფრესნელი დაგეხმარებათ ოპტიმალური გადაწყვეტის შერჩევაში.

ჩვენი გუნდი შეაფასებს სივრცის თავისებურებებს და დაგეგმავს აუდიო სისტემას თქვენი საჭიროებების შესაბამისად. საბოლოოდ კი, შევარჩევთ ისეთ ტექნიკურ გადაწყვეტას, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან ჟღერადობას, მარტივ მართვასა და საიმედო მუშაობას მრავალი წლის განმავლობაში.

სივრცეების მაგალითები

ლანდშაფტურ დინამიკი ბაღის მცენარეებს შორის
ბაღის გამწვანებაში ინტეგრირებული გარე დინამიკი
სახლის ინტერიერი და ფონური აუდიოსისტემისთვის მოწყობილი სივრცე
სახლის ინტერიერი და გარე სივრცის ხედი
ტელევიზორთან ინტეგრირებული ვერტიკალური დინამიკი
დინამიკის დეტალი და აკუსტიკური ზედაპირი
ინტერიერში კედელზე დამონტაჟებული ვიწრო დინამიკი
გარე კედელზე დამონტაჟებული დინამიკი
დინამიკი დეკორატიულ მინის კედელზე
კომპაქტური კედლის დინამიკი თანამედროვე ინტერიერში
ინტერიერში ინტეგრირებული ჭერის დინამიკი
ჭერის დინამიკის მონტაჟის მაგალითი