AV ტექნოლოგიები

თანამედროვე ვიდეო საკონფერენციო გადაწყვეტილებები

· 5 წუთში საკითხავი

ვიდეოკონფერენცია თანამედროვე სამუშაო სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. შეხვედრები აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ოფისით ან ერთი ქალაქით, კომპანიები ყოველდღიურად ურთიერთობენ სხვადასხვა ლოკაციიდან, ერთვებიან საერთაშორისო შეხვედრებში, მართავენ ჰიბრიდულ პრეზენტაციებსა და თანამშრომლობენ დისტანციურ გუნდებთან.

ვიდეოკონფერენცია · ჰიბრიდული შეხვედრები · AV ტექნოლოგიები

თანამედროვე ვიდეო საკონფერენციო გადაწყვეტილებები

ვიდეოკონფერენცია თანამედროვე სამუშაო სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. შეხვედრები აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ოფისით ან ერთი ქალაქით, კომპანიები ყოველდღიურად ურთიერთობენ სხვადასხვა ლოკაციიდან, ერთვებიან საერთაშორისო შეხვედრებში, მართავენ ჰიბრიდულ პრეზენტაციებსა და თანამშრომლობენ დისტანციურ გუნდებთან.

ამ პირობებში ვიდეოკონფერენციის ხარისხს მხოლოდ ინტერნეტის სიჩქარე ან კომპიუტერის კამერა აღარ განსაზღვრავს. თანამედროვე საკონფერენციო სივრცე მოითხოვს სწორად დაგეგმილ აუდიო-ვიდეო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მკაფიო ხმას, ხარისხიან გამოსახულებას, მარტივ მართვასა და სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმასთან შეუფერხებელ მუშაობას. სწორედ ამიტომ, თანამედროვე შეხვედრების ოთხის შექმნისას მნიშვნელოვანია არა ცალკეული მოწყობილობების შერჩევა, არამედ მათი ერთიან სისტემად დაგეგმვა.

რას მოიცავს თანამედროვე ვიდეოსაკონფერენციო სისტემა?

ვიდეოკონფერენციის სრულფასოვანი სისტემა რამდენიმე კომპონენტის ერთობლიობაა. მისი კონფიგურაცია დამოკიდებულია სივრცის ზომაზე, მონაწილეების რაოდენობაზე, შეხვედრების ფორმატსა და ორგანიზაციის საჭიროებებზე.

სისტემის ძირითადი კომპონენტებია:

პროფესიონალური კამერა; საკონფერენციო მიკროფონები; დინამიკები ან აუდიო სისტემა; ეკრანი, LED ან პროექტორი; ვიდეოკონფერენციის პლატფორმა; DSP და აუდიო პროცესინგი; მართვის სისტემა; საჭიროების შემთხვევაში: ვიდეოსვიჩერი, ჩაწერისა და სტრიმინგის სისტემა. მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპონენტები ერთმანეთთან თავსებადი იყოს. მაგალითად, მაღალი ხარისხის კამერის გამოყენებას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუ ოთახში ხმა არათანაბრად ისმის ან მიკროფონი გარემოს ხმაურსა და ექოს ეფექტურად ვერ ამუშავებს.

კამერა: შეხვედრის მთავარი ვიზუალური კომპონენტი

ვიდეოკონფერენციის დროს კამერა დისტანციური მონაწილეებისთვის ოთახის „თვალებია“. ამიტომ პროფესიონალურ საკონფერენციო სივრცეში ჩვეულებრივი ლეპტოპის კამერის ნაცვლად ხშირად გამოიყენება PTZ ან ავტომატური ტრეკინგის ფუნქციის მქონე პროფესიონალური კამერები.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და დიდი საკონფერენციო ოთახებისთვის, სადაც ყველა მონაწილე კამერასთან ერთსა და იმავე მანძილზე არ იმყოფება.

თანამედროვე კამერებს დამატებით შეიძლება ჰქონდეთ:

Auto Framing: მონაწილეების ავტომატური ჩარჩოში მოქცევა; Speaker Tracking: აქტიური სპიკერის ავტომატური დაფიქსირება; Preset პოზიციები: წინასწარ განსაზღვრული კამერის ხედები; AI Tracking: მონაწილეების ავტომატური ამოცნობა და მათი მოძრაობის მიხედვით კადრის მართვა. მაგალითად, AVer-ის პროფესიონალური PTZ კამერების ნაწილი სწორედ ასეთი სცენარებისთვის არის შექმნილი და კონკრეტული მოდელის მიხედვით გვთავაზობს Auto Tracking-სა და სხვა ავტომატიზებულ ფუნქციებს.

როცა კამერა თავად პოულობს სპიკერს

თანამედროვე ვიდეოკონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება Speaker Tracking-ია. წარმოიდგინეთ საკონფერენციო დარბაზი, სადაც მაგიდასთან ათი ადამიანი ზის. შეხვედრის დროს ერთ-ერთი მონაწილე იწყებს საუბარს.

სწორად დაგეგმილ სისტემაში პროცესი შეიძლება ასე განვითარდეს:

მონაწილე იწყებს საუბარს → მიკროფონი აფიქსირებს აქტიურ სპიკერს → სისტემა გადასცემს ინფორმაციას კამერას → კამერა ირჩევს შესაბამის ხედს → დისტანციური მონაწილეები ხედავენ მომხსენებელს.

ეს განსაკუთრებით ეფექტურია ჰიბრიდულ შეხვედრებში, რადგან ონლაინ მონაწილეს აღარ უწევს მთელი ოთახის დაკვირვება იმის გასაგებად, თუ ვინ საუბრობს.

ხშირად ვიდეოკონფერენციის დროს ყველაზე მეტი ყურადღება კამერას ეთმობა, თუმცა რეალურად მკაფიო კომუნიკაციისთვის ხარისხიანი აუდიო არანაკლებ მნიშვნელოვანია.

თუ მონაწილეს კარგად არ ესმის ხმა, მაღალი რეზოლუციის კამერა შეხვედრის გამოცდილებას ვერ გააუმჯობესებს. საკონფერენციო სივრცეში შეიძლება გამოყენებული იყოს:

მაგიდის საკონფერენციო მიკროფონები; ჭერში ინტეგრირებული მიკროფონები; მრავალმხრივი მიკროფონები; DSP აუდიო პროცესორები; Echo Cancellation; Noise Reduction და სხვა აუდიო დამუშავების ტექნოლოგიები. მიკროფონის ტიპი და რაოდენობა სივრცის მიხედვით უნდა შეირჩეს. პატარა შეხვედრის ოთახისთვის ერთი გადაწყვეტა შეიძლება იყოს საკმარისი, ხოლო დიდი Boardroom-ისთვის შესაძლოა რამდენიმე მიკროფონის, DSP-ისა და ზონირებული აუდიო სისტემის გამოყენება გახდეს საჭირო.

Microsoft Teams, Zoom და Google Meet

თანამედროვე ვიდეოკონფერენციის სისტემა ერთ კონკრეტულ პროგრამაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. Microsoft Teams, Zoom და Google Meet დღეს ბიზნეს კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პლატფორმებია და თანამედროვე შეხვედრების ოთახის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური ინფრასტრუქტურა შესაბამის პლატფორმებთან მარტივად მუშაობდეს.

ამ შემთხვევაში პროგრამა წარმოადგენს შეხვედრის პლატფორმას, ხოლო ოთახის ტექნიკა - ფიზიკურ ინფრასტრუქტურას.

მაგალითად:

Teams / Zoom / Google Meet
↓
ვიდეოკონფერენციის სისტემა

↓
კამერა + მიკროფონი + დინამიკები + ეკრანი

სწორად დაგეგმილი სისტემა საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეხვედრის დაწყებისას ზედმეტი ტექნიკური მოქმედებების გარეშე გამოიყენოს ოთახის კამერა, მიკროფონი, დინამიკები და ეკრანი.

ერთი ეკრანი თუ ორი?

საკონფერენციო სივრცის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ეკრანების რაოდენობისა და ზომის განსაზღვრაც. ერთ ეკრანზე შესაძლებელია შეხვედრის მონაწილეების, პრეზენტაციისა და სხვა კონტენტის ჩვენება.

უფრო კომფორტული გადაწყვეტა ხშირად ორი ეკრანის გამოყენებაა:

ეკრანი 1 - დისტანციური მონაწილეები

ეკრანი 2 - პრეზენტაცია ან სამუშაო მასალა

ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია ჰიბრიდული შეხვედრების დროს, როდესაც მონაწილეებს ერთდროულად სჭირდებათ როგორც ადამიანების, ისე პრეზენტაციის დანახვა. დიდ საკონფერენციო დარბაზებში კი შესაძლებელია პროფესიონალური LED ეკრანების ან პროექტირების სისტემების გამოყენება, რაც სივრცის ზომისა და მონაწილეების რაოდენობის მიხედვით შეირჩევა.

ვიდეოკონფერენციის გადაწყვეტა ყოველთვის სივრცის მიხედვით უნდა დაიგეგმოს.

პატარა შეხვედრის ოთახისთვის შეიძლება საკმარისი იყოს კამერა, მიკროფონი, დინამიკი და ეკრანი ერთიან კონფიგურაციაში.

საშუალო ზომის სივრცეში უკვე შეიძლება საჭირო გახდეს PTZ კამერა, რამდენიმე მიკროფონი, დამოუკიდებელი აუდიო სისტემა და DSP. დიდ საკონფერენციო დარბაზში შესაძლოა გამოყენებული იყოს რამდენიმე კამერა, მრავალმიკროფონიანი სისტემა, DSP, რამდენიმე ეკრანი, ვიდეოსვიჩერი და ცენტრალური მართვის სისტემა.

ამიტომ ვიდეოკონფერენციის სისტემის ღირებულება მხოლოდ კამერის ან მიკროფონის ფასით არ განისაზღვრება. საბოლოო ბიუჯეტზე გავლენას ახდენს სივრცის ზომა, მონაწილეების რაოდენობა, საჭირო ფუნქციები, მოწყობილობების კლასი და ინტეგრაციის სირთულე.

თანამედროვე ოფისის ყოველდღიურობა

ჰიბრიდული შეხვედრა ერთ სივრცეში მყოფი და დისტანციურად ჩართული მონაწილეების ერთიან კომუნიკაციას გულისხმობს. ასეთ შეხვედრაში ტექნოლოგიის მთავარი ამოცანაა, რომ ორივე მხარის მონაწილეები მაქსიმალურად თანაბრად იყვნენ ჩართული.

ამისთვის მნიშვნელოვანია:

ყველა მონაწილეს მკაფიოდ ესმოდეს ხმა; კამერა სწორად აჩვენებდეს მომხსენებელს; პრეზენტაცია მარტივად იყოს გასაზიარებელი; ეკრანზე ინფორმაცია ადვილად იკითხებოდეს; შეხვედრის დაწყება და მართვა მარტივი იყოს. სწორედ ამიტომ, საჭიროა აუდიოს, ვიდეოს, ეკრანისა და პროგრამული პლატფორმის ერთიან სისტემად მუშაობა.

ავტომატიზაცია და მარტივი მართვა

პროფესიონალური საკონფერენციო სივრცის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი მართვის სიმარტივეა. მომხმარებელს არ უნდა სჭირდებოდეს ტექნიკური ცოდნა იმისათვის, რომ დაიწყოს შეხვედრა. საჭიროების შემთხვევაში ერთი ცენტრალური მართვის ინტერფეისიდან შესაძლებელია:

შეხვედრის დაწყება; კამერის მართვა; მიკროფონების კონტროლი; ხმის დარეგულირება; ეკრანის ჩართვა; კონტენტის გაზიარება; სხვადასხვა სცენარის არჩევა. უფრო კომპლექსურ სივრცეებში ეს ფუნქციები შეიძლება ცენტრალიზებულ საკონტროლო სისტემასთანაც იყოს ინტეგრირებული.

რატომ არის წინასწარი დაგეგმვა მნიშვნელოვანი?

ვიდეოკონფერენციის სისტემის დაგეგმვა სასურველია სივრცის რემონტისა და ინტერიერის პროექტირების ეტაპზევე დაიწყოს. კამერის პოზიცია განსაზღვრავს ხედვის კუთხეს. მიკროფონების განთავსება გავლენას ახდენს ხმის ხარისხზე. ეკრანის მდებარეობა და ზომა - მონაწილეების კომფორტზე. კაბელირების წინასწარი დაგეგმვა კი საშუალებას იძლევა ტექნოლოგია ინტერიერში მაქსიმალურად სუფთად და შეუმჩნევლად ინტეგრირდეს. სწორი პროექტირება ასევე ამცირებს შემდგომი ცვლილებებისა და დამატებითი სამონტაჟო სამუშაოების საჭიროებას.

თუ გეგმავთ შეხვედრების ოთხის მოწყობას ან არსებული საკონფერენციო სივრცის განახლებას, ფრესნელი დაგეხმარებათ აუდიო-ვიდეო სისტემის დაგეგმვასა და შესაბამისი ტექნოლოგიების შერჩევა & ინტეგრაციაში.