AV ტერმინოლოგია
აუდიო-ვიზუალური ტერმინოლოგია მარტივად: მცირე ლექსიკონი დამწყებთათვის
· 6 წუთში საკითხავი
აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიების სამყარო სავსეა ტერმინებით, აბრევიატურებითა და ტექნიკური ცნებებით. ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ გაერკვეთ ძირითად ტერმინოლოგიაში და თავდაჯერებულად იმსჯელოთ AV პროექტებზე.
AV ტერმინოლოგია · საწყისი სახელმძღვანელო · პროფესიული განვითარება · ფრესნელი

დღეს ნებისმიერი თანამედროვე სივრცე, იქნება ეს საკონფერენციო დარბაზი, თეატრი, საგანმანათლებლო გარემო თუ კომპანიის ოფისი დამოკიდებულია აუდიო-ვიზუალურ ტექნოლოგიებზე. აუდიო-ვიზუალური სისტემები აერთიანებს ხმას, გამოსახულებას, განათებას და ავტომატიზაციას ერთ ეკოსისტემაში. მაგრამ სანამ ამ ტექნოლოგიებს სრულად გამოიყენებთ, აუცილებელია იცოდეთ, რა დგას ამ ყველაფრის უკან.
მართალია, აუდიო-ვიზუალური ენა ზოგჯერ სირთულეს ქმნის, მაგრამ მისი ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს ბლოგი არის პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თანამედროვე სივრცეების ტექნოლოგია, გაამარტივოთ კომუნიკაცია ტექნიკურ გუნდთან და ეფექტურად მართოთ ღონისძიებები.
აუდიოსთან დაკავშირებული ტერმინები
- LoudSpeaker (ხმამაღლამოლაპარაკე) - არის ელექტრო აკუსტიკური მოწყობილობა, რომელიც ელექტრულ სიგნალს გარდაქმნის ხმად (ხმოვან ტალღებად). არსებობს სხვადასხვა ტიპის დინამიკები: კედლის, ჭერის, სასცენო, დაბალი სიხშირის და ა.შ.
- Subwoofer (დაბალი სიხშირის ბასი) - სპეციალური დინამიკი დაბალი სიხშირეების (ბასის) გამოსაცემად. ქმნის ხმის სიმძაფრეს და ენერგიას.
- სცენის მონიტორი - არის სპეციალური დინამიკი, რომელიც ლაივ შესრულების დროს შემსრულებლისკენ არის მიმართული და სცენაზე დგას. მისი მიზანია, რომ მუსიკოსებმა, მომღერლებმა ან სპიკერებმა მკაფიოდ მოისმინონ საკუთარი ხმა და ინსტრუმენტები შესრულებისას.
- Amplifier (ხმის გამაძლიერებელი) - არის ელექტრონული მოწყობილობა, რომლის მთავარი ფუნქციაა დაბალი სიმძლავრის ელექტრული აუდიო სიგნალის მიღება და ამ სიმძლავრის გაზრდა ისე, რომ მას შეეძლოს დინამიკის ამუშავება და ხმის საკმარისი სიძლიერით გადმოცემა. მნიშვნელოვანია, რომ გამაძლიერებლის სიმძლავრე შეესაბამებოდეს დინამიკის სიმძლავრეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ხმის დაზიანება ან დამახინჯება.
- DSP (Digital Signal Processor) - ციფრული ხმის პროცესორი, რომელიც ამუშავებს ხმას, ასწორებს ტონალურ ბალანსს, აკონტროლებს ხმას და ქმნის იდეალურ ბალანსს სივრცეში. გამოიყენება საკონფერენციო დარბაზებში, თეატრებში და კომერციულ ობიექტებში ხმის ხარისხის ოპტიმიზაციისთვის.
- Zone (ზონა) - სივრცე, სადაც აუდიო ან ვიდეო სისტემა დამოუკიდებლად კონტროლდება (მაგ. რესტორანი, ლობი, სხდომათა დარბაზი).
- Mixer (მიქსერი) - მართავს სხვადასხვა აუდიო წყაროს (მიკროფონი, მუსიკა, ვიდეოს ხმა და სხვ.) და აერთიანებს ერთ სისტემაში.
- Coverage Angle (გავრცელების კუთხე) - განსაზღვრავს, რა ფართობზე ისმის ხმა დინამიკიდან.
- Paging System (გამოცხადების სისტემები) - არის კომუნიკაციის სისტემა, რომლის მთავარი დანიშნულებაა ინფორმაციის სწრაფად მიწოდება საჯარო სივრცეებში. ეს სისტემა აერთიანებს მიკროფონს, გამაძლიერებელს და დინამიკებს, რაც საშუალებას იძლევა, ხმოვანი განცხადებები ერთდროულად გავრცელდეს შენობის კონკრეტულ ზონაში (ან ყველგან), იქნება ეს სკოლა, სასტუმრო თუ სავაჭრო ცენტრი.
- Acoustic Echo Cancellation (AEC) - ვიდეოსაკონფერენციო სისტემების ფუნქცია, რომელიც აუმჯობესებს ხმის ხარისხს მიკროფონებში ექოს აღმოფხვრით.
- Networked Audio (ქსელური აუდიო) - ციფრული აუდიო გადაცემის მეთოდი IP ქსელით. ტრადიციული ანალოგური კაბელების ნაცვლად, სიგნალი გადაიცემა Ethernet ქსელის მეშვეობით. ყველაზე გავრცელებული პროტოკოლებია: Dante, AVB, ან AES67.
ვიდეოსთან დაკავშირებული ტერმინები
- Display / LED Wall (ეკრანი / LED ეკრანი) - არის თანამედროვე ტიპის ეკრანი, რომელიც აგებულია უამრავი პატარა LED (Light Emitting Diode) ნათურისგან. ის გამოირჩევა მაღალი სიკაშკაშით, კონტრასტით და ფართომასშტაბიანი ზომის აწყობის შესაძლებლობით, რის გამოც ფართოდ გამოიყენება ღონისძიებებზე, სტადიონებზე და გარე რეკლამისთვის.
- Pitch (პიქსელ პიჩი) - LED ეკრანზე პიქსელებს შორის მანძილი მილიმეტრებში. რაც ნაკლებია პიჩი, მით უფრო მაღალია გამოსახულების ხარისხი ახლო დისტანციიდან.
- Brightness (სიკაშკაშე) - ეკრანის შუქის ინტენსივობა, იზომება ნიტებში (nits). შიდა სივრცეებისთვის საკმარისია 600–800 nits, ხოლო გარე ეკრანებისთვის საჭიროა 4000–6000 nits-მდე.
- Resolution (გამოსახულების სარისხი) - გამოსახულების ხარისხის საზომი. ის განსაზღვრავს, თუ რამდენი პიქსელისგან (მცირე ფერადი წერტილისგან) შედგება გამოსახულება სიგანესა და სიმაღლეში. მაგალითად, 1920x1080 რეზოლუცია ნიშნავს, რომ ეკრანს აქვს 1920 პიქსელი ჰორიზონტალურად და 1080 პიქსელი ვერტიკალურად. რაც მეტია რეზოლუცია (ანუ პიქსელების რაოდენობა), მით უფრო დეტალური დამკვეთრია გამოსახულება.
- Refresh Rate (განახლების სიხშირე) - აჩვენებს, რამდენჯერ ახლდება გამოსახულება წამში (Hz). მაღალი მაჩვენებელი (1000Hz+) უზრუნველყოფს გლუვ გამოსახულებას ვიდეოებში ან პირდაპირ ეთერში.
- Aspect Ratio (ასპექტის თანაფარდობა) - სიგანისა და სიმაღლის პროპორციული შეფარდება. ყველაზე გავრცელებულია 16:9 (Full HD, 4K) და 21:9 (პანორამული ფორმატი)
- HDBaseT - არის სტანდარტი, რომელიც ციფრული მედიის (აუდიო/ვიდეო) და სხვა სიგნალების გადაცემას უზრუნველყოფს ერთი სტანდარტული Ethernet კაბელის (Cat5e/6/7) გამოყენებით, როგორც წესი, 100 მეტრამდე მანძილზე. HDbaset ტექნოლოგია ზრდის მოქნილობას და ამცირებს კაბელირების ხარჯებს.
- Control System (საკონტროლო სისტემა) - ინტერფეისი, რომლის საშუალებითაც მართავენ ყველა ვიდეო (და აუდიო) კომპონენტს, მაგალითად Crestron, Q-SYS, Extron.
- Touch Panel (სენსორული პანელი) - მომხმარებლის ინტერფეისი, რომელიც ამარტივებს სისტემის მართვას: ეკრანის ჩართვა, მუსიკის შეცვლა, ხმის რეგულირება, განათების მართვა, პროექტორის და პროექტორის ეკრანის ჩართვა გათიშვა და ა.შ.
- Video Streaming / Recording (ვიდეო სტრიმინგი / ჩაწერა) - სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ღონისძიების ან შეხვედრის პირდაპირ ეთერში გადაცემას და ჩანაწერის შენახვას.
ვიდეო საკონფერენციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ტერმინები
- PTZ Camera (Pan-Tilt-Zoom კამერა) - კამერა, რომელსაც შეუძლია მარცხნივ-მარჯვნივ, ზევით-ქვევით მოძრაობა და ოპტიკური ზუმი: იდეალურია საკონფერენციო დარბაზებისთვის.
- Auto-Tracking Camera - კამერა, რომელიც ავტომატურად მიჰყვება გამომსვლელს მოძრაობისას.
- Auto Framing - ფუნქცია, რომელიც ავტომატურად აკონტროლებს კამერის კადრს და ყოველთვის ფოკუსში ამყოფებს მონაწილეს.
- Wireless Presentation System (უსადენო გაზიარების ფუნქცია) - საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაუზიარონ თავიანთი ეკრანი (მაგ. Barco ClickShare,) უსადენოდ.
- Boundary მიკროფონი - მიკროფონის სპეციალური ტიპი, რომელიც მაგიდის ან იატაკის ზედაპირზე ედგმება. მიკროფონი იყენებს ხმის ტალღების არეკვლას ზედაპირიდან. როდესაც მიკროფონი ძალიან ახლოს არის ზედაპირთან, პირდაპირი ხმა და არეკლილი ხმა ერთმანეთს ემთხვევა, რაც აძლიერებს სიგნალს და ქმნის ნათელ, ბუნებრივ ჟღერადობას. იდეალურია საკონფერენციო დარბაზებისთვის, შეხვედრებისთვის და სცენის იატაკზე დასადებად, რადგან მისი დიზაინი შეუმჩნეველია.
- AEC (Acoustic Echo Cancellation) აკუსტიკური ექოს ჩახშობა - AEC არის ციფრული დამუშავების ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება საკომუნიკაციო სისტემებში (როგორიცაა ვიდეო-კონფერენციები და სპიკერფონები) ექოს აღმოსაფხვრელად. ექო წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მხარის დინამიკიდან გამოსული ხმა ისევ ბრუნდება იმავე ოთახში მყოფ მიკროფონში. ეს იწვევს უსიამოვნო, განმეორებად ჟღერადობას, რასაც მეორე მხარე ისმენს.
აუდიო-ვიზუალური სფერო სწრაფად ვითარდება - ახალი სტანდარტები, პროტოკოლები და ინტეგრაციის მეთოდები მუდმივად ჩნდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა და პროფესიონალებმა რეგულარულად განაახლონ ცოდნა და იცოდნენ ძირითადი ტერმინები.
ტერმინების გაგება საშუალებას გაძლევთ:
- უკეთესად დაგეგმოთ ბიუჯეტი და შეამციროთ ზედმეტი ხარჯები;
- ეფექტურად ესაუბროთ ტექნიკურ გუნდს და სწრაფად გადაწყვიტოთ პრობლემები;
- აიცილოთ გაუგებრობები ტენდერებში ან ინსტალაციის პროცესში;
- შექმნათ სივრცე, სადაც ტექნოლოგია ბუნებრივად ერწყმის ფუნქციურ დიზაინს.
სწორად გაგებული აუდიო-ვიზუალური ენა ნიშნავს უკეთ ორგანიზებულ პროექტს, სტაბილურ სისტემას და საბოლოოდ უფრო შთამბეჭდავ მომხმარებლის გამოცდილებას.