ყველაზე მასშტაბური გამოფენა

ISE 2025 – AV ტექნოლოგიების მომავალი და ჩვენი შთაბეჭდილებები

· 4 წუთში საკითხავი

Explore the cutting-edge technologies and emerging trends that are revolutionizing the AV industry, from AI-powered systems to immersive experiences that are transforming how we collaborate and communicate.

ISE 2025 ბარსელონა · ინტეგრირებული სისტემები · ინოვაციური AV გადაწყვეტილებები · ფრესნელი

ISE 2025 – AV ტექნოლოგიების მომავალი და ჩვენი შთაბეჭდილებები

ტექნოლოგიებს ხშირად ვუყურებთ, როგორც მექანიზმებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ამარტივებენ. მაგრამ სინამდვილეში ისინი ბევრად მეტია: ტექნოლოგიები ქმნიან გამოცდილებას, აყალიბებენ ჩვენს ურთიერთობებს და ხშირად განსაზღვრავენ მომავალს, რომელშიც ვცხოვრობთ.

აუდიო-ვიზუალური სივრცე კი ამ გამოცდილების ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ფორმაა, სადაც ინფორმაცია გარდაიქმნება ემოციად და ემოცია - მეხსიერებად.

ISE (Integrated Systems Europe) არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური აუდიო-ვიზუალური და ინტეგრირებული სისტემების გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად ბარსელონაში ტარდება. ღონისძიება აერთიანებს 1,300-ზე მეტ გლობალურ ბრენდს და 85,000-ზე მეტ ვიზიტორს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ეს არის ადგილი, სადაც ტექნოლოგიური ლიდერები, პროფესიონალები და ინტეგრატორები ერთად აყალიბებენ ახალ სტანდარტებს და განსაზღვრავენ, როგორ განვითარდება ინდუსტრია მომავალში.

სწორედ ამიტომ „ფრესნელისთვის" ISE უკვე ტრადიციად იქცა. მესამე წელია ჩვენი გუნდი აქტიურად ესწრება ამ ღონისძიებას და სხვა პროფესიონალებთან ერთად აკვირდება, როგორ იცვლება ინდუსტრია და რა როლს თამაშობს ამ პროცესში აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიები.

ISE-ს პავილიონებში სეირნობა მომავლის ლაბირინთში მოგზაურობას ჰგავს. სივრცეები სავსეა ინტერაქტიული ინსტალაციებით, ვიზუალური ეფექტებით, ხმოვანი სისტემებითა და დაუვიწყარი გამოცდილებით. გამოფენა საშუალებას გვაძლევს პირველებმა გავეცნოთ უახლეს ტექნოლოგიებს და დავუკავშირდეთ წამყვან მწარმოებლებსა და პარტნიორებს.

„ფრესნელისთვის" ISE მხოლოდ გლობალურ ტრენდებზე დაკვირვება არ არის. ჩვენი მისია ამ გამოცდილების ლოკალიზებაა, რათა საქართველოში შეიქმნას ისეთი AV სივრცეები, რომლებიც მსოფლიო სტანდარტებს პასუხობს.

წელს განსაკუთრებით გამოვყავით რამდენიმე მიმართულება:

  • ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია - AI უფრო და უფრო აქტიურად ერთვება აუდიო და ვიზუალურ სისტემებში, რაც მათ ინტელექტუალურსა და თვითმართვადს ხდის.
  • მოქნილი LED ეკრანები, XR და იმერსიული გამოცდილებები გაცილებით მეტ ემოციურ ფორმატს იძენს;
  • ენერგოეფექტური და ეკო-მეგობრული გადაწყვეტილებები ხდება ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრიორიტეტი.

ISE კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიები აღარ არის მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტები. ისინი იქცა სტრატეგიულ რესურსად, რომელიც გავლენას ახდენს განათლებაზე, ბიზნესის ოპერირებაზე, საზოგადოებრივ სივრცეებზე და ზოგადად, კომუნიკაციის კულტურაზე.

AV ტექნოლოგიების მნიშვნელობა სამომავლოდ მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუდმივი განვითარება და ცოდნის განახლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინდივიდუალური კომპანიებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის ბიზნეს-ეკოსისტემისთვის.

„ფრესნელისთვის" ეს გზა უკვე განსაზღვრულია. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გადაწყვეტილებები და გარემო, სადაც ტექნოლოგია არ განიხილება მხოლოდ როგორც დამხმარე ინსტრუმენტი, არამედ ცენტრალური ძალა, რომელიც ზრდის ეფექტურობას, აძლიერებს მომხმარებლის გამოცდილებას და ავითარებს იმ ეკოსისტემას, სადაც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ.