ბიზნესი

ჩვენი კომპანია ბიზნეს სექტორს სთავაზობს სრულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს - სამუშაო გარემოს ოპტიმიზაციიდან დაწყებული, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ხარისხის გაუმჯობესებით დასრულებული

აუდიო-ვიზუალური გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის

ბიზნესის სამყაროში კონკურენცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქტის ან მომსახურების ხარისხით. წარმატებას ხშირად განსაზღვრავს გარემო, რომელშიც ეს ურთიერთობები ყალიბდება - სივრცე, რომელიც კომუნიკაციას ამარტივებს, გადაწყვეტილებებს აჩქარებს და პარტნიორებთან ნდობას აძლიერებს.

ხმის სისტემები
პროფესიონალური აუდიო გადაწყვეტილებები: კრისტალურად სუფთა ხმა და თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც თქვენს ღონისძიებას გაცილებით ეფექტურად წარმოაჩენს
ვიდეო სისტემები
ინოვაციური ვიდეო ტექნოლოგიები, LED ეკრანები, პროექტორები და ინტერაქტიული პანელები თქვენი ბიზნესისთვის
ვიდეო კონფერენცია
ვიდეო კონფერენცია Zoom და Microsoft Teams მარტივი და კომფორტული კავშირი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან
უსაფრთხოების სისტემები
უსაფრთხოება მარტივად და ეფექტურად. სრული მონიტორინგი და დაცვა ნებისმიერ გარემოში
აკუსტიკა
პროფესიონალური აკუსტიკური გადაწყვეტილებები თქვენი სივრცისთვის: აკუსტიკური პანელები, ზუსტი აზომვები და ხმოვანი გამოთვლები თეატრების, საკონცერტო დარბაზების, ოფისებისა და ბიზნეს სივრცეებისთვის
კონტროლი და ავტომატიზაცია
ინტეგრირებული სისტემები თქვენი სივრცის სრული მართვისთვის. განათება, ხმის სისტემა, HVAC კონტროლი, ერთი სამართავი სისტემიდან
განათების სისტემები
ინოვაციური განათება ნებისმიერი სივრცისთვის. არქიტექტურული განათება, დიდი საკონფერენციო დარბაზების სისტემები, სცენის განათება და კონტროლირებადი LED ტექნოლოგიები მაღალი ხარისხის ვიზუალური გამოცდილებისთვის
სასცენო ტექნოლოგიები
ფერმების, ფარდებისა და მბრუნავი სცენის კონტროლი, ინტეგრირებული მართვის სისტემები და სრული კონტროლი ჩვენების ხარისხის გასაუმჯობესებლად

პროფესიონალიზმი

ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება ტექნიკურ სიზუსტეს, გამოცდილებასა და ხარისხისადმი პასუხისმგებლობას.

გუნდურობა

საუკეთესო შედეგი ეფექტური თანამშრომლობის შედეგად იქმნება, სადაც გუნდის თითოეული წევრის ძალისხმევა საერთო წარმატებას ემსახურება.

სანდოობა

ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთი პროექტის წარმატება არ არის. გვსურს, ვიყოთ გრძელვადიანი და სანდო პარტნიორი, რომელიც მომხმარებლებთან ერთად ვითარდება.

გამჭვირვალობა

მომხმარებელთან ურთიერთობას ვაშენებთ პატივისცემაზე, ნდობასა და სრულ გამჭვირვალობაზე.

გსურთ თქვენი იდეის რეალიზება?

ჩვენი გუნდი მზად არის, დაგეხმაროთ თქვენი პროექტის განხორციელებაში.