ხმის სისტემები

ხმის სისტემა არის ნებისმიერი სივრცის კომუნიკაციის ბირთვი.
სწორად დაგეგმილი და ინსტალირებული აუდიო გადაწყვეტილება განსაზღვრავს, რამდენად მკაფიოდ და ზუსტად მიაღწევს ხმა მსმენელამდე - იქნება ეს საკონცერტო დარბაზი, საკონფერენციო ოთახი თუ საჯარო სივრცე.

პროფესიონალური აუდიო გადაწყვეტილებები

აუდიო სისტემების პროექტირება და ინსტალაცია სხვადასხვა დაწესებულებაში

აეროპორტი
მკაფიო განცხადებები და IP - ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გამოცხადების სისტემები
სასტუმრო და რესტორანი
ფონური გახმოვანება, საკონფერენციო და საბანკეტო ოთახების აუდიო სისტემები
ეკლესია
ეკლესიის გახმოვანების სისტემები
საკონფერენციო ოთახები
კრისტალურად სუფთა აუდიო Microsoft teams და Zoom ოთახებისთვის
ღონისძიება
ხმის სისტემები შეხვედრებისა და გამოფენებისთვის
საკონცერტო დარბაზები
პროფესიონალური აუდიო სისტემები ცოცხალი მუსიკის საღამოებისა და შოუებისთვის
სტადიონი და არენა
მაღალი სიმძლავრის აუდიო სისტემები სტადიონებისა და დიდი ზომის საკონცერტო დარბაზებისთვის
საგანმანათლებლო დაწესებულება
საკონფერენციო და აუდიტორიის გახმოვანება

პროფესიონალური აუდიო სისტემები

საკონცერტო და თეატრალური გახმოვანება

კონცერტ ჰოლის პროფესიონალური აუდიო სისტემა და აკუსტიკური დიზაინი

გახმოვანების სისტემები ნებისმიერი მასშტაბისთვის. მაღალი სიზუსტის აუდიო გადაწყვეტილებები საკონცერტო დარბაზებისთვის, თეატრებისთვის და მულტიფუნქციური სივრცეებისთვის. ხმის სისტემები, რომელიც ემსახურება არქიტექტურასა და აკუსტიკას

  • ციფრული ხმის პროცესინგი და დანტე ქსელური გადაცემა
  • აქტიური და პასიური ხმის სისტემები, Line array დინამიკები
  • უკაბელო და კაბელიანი მიკროფონის სისტემები
  • სრულყოფილი სინქრონიზაცია განათებასა და ვიდეო სისტემებთან

ფონური გახმოვანება და გამოცხადების სისტემები

პროფესიონალური PA სისტემა და გაცნობის კონტროლი

ჩვენ ვაპროექტებთ და ვამონტაჟებთ ფონური გახმოვანების და საჯაროდ გამოცხადების (Public Address) სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც სასიამოვნო თანაბარ მუსიკალურ ატმოსფეროს, ასევე მკაფიო და სუფთა ხმას გადაუდებელი შეტყობინებების დროს.

  • ზონებად დაყოფა მიზნობრივი კომუნიკაციისთვის
  • ინტეგრაცია სახანძრო სისტემებთან
  • ქსელზე დაფუძნებული (IP-Based)
  • ინტერიერის დიზაინზე მორგებული დინამიკები და ხმის თანაბარი გადანაწილება
  • ცენტრალურ სამართავ სისტემებთან ინტეგრაცია

საკონფერენციო მიკროფონები

პროფესიონალური საკონფერენციო მიკროფონები და ტაბლეტის კონტროლის სისტემა

პროფესიონალური მიკროფონი არის ყველაზე ეფექტური კომუნიკაციის საშუალება შეხვედრების დროს. ჩვენი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მორგებულია სპეციფიკურად თქვენს ინტერიერზე და დამკვეთის მოთხოვნებზე.

  • მაგიდაზე დასადგმელი Boundary ტიპის მიკროფონები საკონფერენციო ოთახებისთვის;
  • ჭერში დასამონტაჟებელი მიკროფონის სისტემები სხივური (Beamforming) ტექნოლოგიით;
  • უსადენო ხელში დასაჭერი და Lavalier ტიპის მიკროფონები პრეზენტაციებისთვის;
  • ბატისყელა (Gooseneck) მიკროფონები ფიქსირებული საუბრებისთვის;
  • დელეგატის და თავმჯდომარის მიკროფონის სისტემები, ხმის მიცემის ფუნქციით;
  • Push-to-talk და ავტომატური სიგნალის გაძლიერების ფუნქცია (AGC);
  • აკუსტიკური ექოს ჩახშობა (AEC) ვიდეოკონფერენციის სისტემებისთვის;
  • Dante-ს მხარდაჭერით ციფრული ქსელური მიკროფონები;

საკონფერენციო ოთახის აუდიო სისტემა

საკონფერენციო ოთახის აუდიო სისტემა კომუნიკაციისთვის

დღევანდელი ჰიბრიდული სამუშაო გარემო შედარებით მეტი სტანდარტის გათვალისწინებას მოითხოვს. ჩვენ მზად ვართ საკონფერენციო სივრცეებისთვის შევქმნათ ხმის სისტემა, რომელიც მორგებული იქნება Microsoft Teams-ის თუ Zoom-ის ოთახებისთვის. მკაფიო ხმა, როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური შეხვედრების დროს.

  • ინტელექტუალური არაის ტიპის მიკროფონი დინამიური ხმისთვის;
  • ჭერისა და კედლის აკუსტიკური პანელები ექოსა და ხმაურის კონტროლისთვის;
  • დანტეზე დაფუძნებული ციფრული აუდიო ქსელი მოქნილი სისტემისთვის;
  • სრული სერვისი: ინსტალაცია და ინტეგრაცია სერთიფიცირებული პროფესიონალების მიერ;
  • აუდიო სისტემები, რომლებიც მორგებულია როგორც მცირე ზომის შეხვედრის ოთახებზე (Huddle Room), ასევე დიდ საკონფერენციო ოთახებზე;

Sound Masking

ღია ოფისი Sound Masking სისტემით კომფორტული სამუშაო გარემოსთვის

ხმის შენიღბვის (Sound Masking) სისტემა ქმნის მშვიდ და კომფორტულ გარემოს. იგი ფარავს არასასურველ ხმებსა და საუბრებს, რაც უზრუნველყოფს თანამშრომლების კონცენტრაციას, ზრდის პროდუქტიულობასა და იცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას.

  • ტექნოლოგია, რომელიც ადაპტირდება გარემო ხმაურთან;
  • ჭერის დინამიკების სისტემა;
  • ინტეგრაცია PA და აუდიო სისტემებთან;

Beamforming მიკროფონი

QSC Beamforming მიკროფონის ტექნოლოგია საკონფერენციო ოთახში

სხივის ფორმის (Beamforming) მიკროფონის ტექნოლოგია, რაც იყენებს რამდენიმე მიკროფონის ელემენტს და ციფრული სიგნალის (DSP) დამუშავებას, რათა შექმნას მიმართული ხმის „სხივი“. ეს საშუალებას იძლევა, მიკროფონმა ზუსტად ფოკუსირდეს ადამიანის ხმაზე და მინიმუმამდე დაიყვანოს არასასურველი ხმაური.

  • გაძლიერებული ხმა ვიდეო კონფერენციებისთვის და ჩანაწერებისთვის;
  • ავტომატური ხმის ამომცნობი სისტემა, კამერასთან ინტეგრაციისთვის;
  • ინტეგრაცია Microsoft Teams & Zoom და მსგავს პლატფორმებთან;

იდეალური ყოველ ინსტალაციაში

კომერციული აუდიო სისტემების დიზაინის, ტუნინგისა და ინსტალაციის მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩვენი გუნდი გეხმარებათ შექმნათ სივრცე, სადაც ხმა ოპტიმალურად, მკაფიოდ და თანაბრად ნაწილდება. ჩვენ ვზრუნავთ ხმის წნევის დონის (SPL), სისუფთავისა და ბალანსის სწორად განსაზღვრაზე, რათა თითოეულ სტუმარს, სივრცის ნებისმიერ წერტილში, ერთნაირად ხარისხიანი მოსმენის გამოცდილება ჰქონდეს.

ხშირად დასმული კითხვები ხმის სისტემებზე

სისტემის შერჩევისას ვითვალისწინებთ ფართობს, ჭერის სიმაღლეს, სივრცის ფორმასა და აკუსტიკას. ასევე მნიშვნელოვანია, გამოიყენება თუ არა სისტემა ფონური მუსიკისთვის, პრეზენტაციებისთვის, ვიდეოკონფერენციისთვის თუ ცოცხალი შესრულებისთვის.

დინამიკების რაოდენობა მხოლოდ ფართობის მიხედვით არ განისაზღვრება. გასათვალისწინებელია მონტაჟის სიმაღლე, დინამიკის დაფარვის კუთხე, საჭირო ხმის დონე და მსმენელთა განლაგება. რაოდენობა და მდებარეობა პროექტირების ეტაპზე ზუსტდება.

დიახ. ზონირებული აუდიო სისტემით შესაძლებელია სხვადასხვა სივრცეში ხმის დონის დამოუკიდებლად მართვა. შესაბამისი მოწყობილობების შერჩევით შესაძლებელია მუსიკის სხვადასხვა წყაროს გამოყენებაც.

ხშირ შემთხვევაში - დიახ. თავდაპირველად ვამოწმებთ არსებული მოწყობილობების მდგომარეობას, ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ახალ სისტემასთან თავსებადობას. ამის შემდეგ განისაზღვრება, რომელი კომპონენტის შენარჩუნება ან შეცვლაა მიზანშეწონილი.

სამუშაოები შეიძლება მოიცავდეს მოწყობილობების დამაგრებას, საკაბელო შეერთებებს, აუდიო პროცესორის კონფიგურაციას, ხმის დონეების გამართვასა და ტესტირებას. ზუსტი ჩამონათვალი წინასწარ განისაზღვრება შეთავაზებაში.

ღირებულებაზე გავლენას ახდენს სივრცის ზომა, აუდიო ზონების რაოდენობა, მოწყობილობების ტიპი, საკაბელო სამუშაოები, მართვის ფუნქციები და სხვა სისტემებთან ინტეგრაცია. შეთავაზების მოსამზადებლად სასურველია სივრცის გეგმა, ფოტოები და სასურველი ფუნქციების მოკლე აღწერა.

გსურთ თქვენი იდეის რეალიზება?

მოგვწერეთ დღესვე, ჩვენი გუნდი მზად არის, დაგეხმაროთ მიზნების განხორციელებაში