ფრესნელი | აუდიოვიზუალური ინტეგრაცია საქართველოში

გადაწყვეტილებები

პროფესიონალური სისტემები ნებისმიერი მასშტაბის სივრცისთვის

ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება ინტეგრირებულ მიდგომას. თითოეული პროექტი იქმნება ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით: იქნება ეს მცირე ზომის სივრცე თუ მრავალფუნქციური არენა. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ტექნოლოგიის, ისე დიზაინის მიმართულებით, რათა შევქმნათ გარემო, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ ემოციურ და ესთეტიკურ გამოცდილებასაც ქმნის.

პროფესიონალური გახმოვანება

პროფესიონალური გახმოვანება

პროფესიონალური აუდიო სისტემები ნებისმიერი მასშტაბის სივრცისთვის. ინოვაციური ტექნოლოგიები და აკუსტიკური გათვლები უზრუნველყოფს მკაფიო, სუფთა და დინამიკურ ჟღერადობას.

ვიდეო სისტემები

ვიდეო სისტემები

მოწინავე ვიდეო ტექნოლოგიები და ჩვენების გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს განსაკუთრებულ ვიზუალურ გამოცდილებას. მაღალი რეზოლუციის ეკრანები, ინტერაქტიული ჩვენება და დინამიკური კონტენტი ქმნიან დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

ვიდეოკონფერენცია

ვიდეოკონფერენცია

თანამედროვე ვიდეოსაკონფერენციო ტექნოლოგიები უზრუნველყოფს რეალურ დროში კომუნიკაციასა და თანამშრომლობას, მიუხედავად მონაწილეთა ადგილმდებარეობისა. მაღალი რეზოლუციის გამოსახულება, ხარისხიანი ხმა და ინტუიციური მართვის სისტემა ქმნის ეფექტურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

კონტროლისა და ავტომატიზაციის სისტემები

კონტროლისა და ავტომატიზაციის სისტემები

ჭკვიანი სისტემების საშუალებით ავტომატიზაცია ზრდის ეფექტურობას, ზოგავს რესურსებს და ამცირებს მექანიკური ოპერაციების საჭიროებას, რაც ქმნის კომფორტულ, უსაფრთხო და ენერგოეფექტურ სამუშაო გარემოს.

აკუსტიკა

აკუსტიკა

პროფესიონალური აკუსტიკური დიზაინი და ხმის დამუშავების გადაწყვეტილებები აუმჯობესებს აუდიოს ხარისხს ნებისმიერ სივრცეში, ხოლო აკუსტიკური დამუშავება ქმნის კომფორტულ გარემოს მკაფიო კომუნიკაციისთვის.

← გადაატრიალეთ, გადაწიეთ ან გამოიყენეთ mouse wheel ჩვენი სერვისების შესასწავლად →

შესრულებული პროექტები

იხილეთ მეტი
ფუდკორტი მთაწმინდაზე

ფუდკორტი მთაწმინდაზე

გაიგეთ მეტი
ფონური გახმოვანება, ინსტალაცია და ინტეგრაცია
2025
სასტუმრო ტელეგრაფი

სასტუმრო ტელეგრაფი

გაიგეთ მეტი
ფონური გახმოვანება, საკონფერენციო სისტემების ავტომატიზაცია, ინსტალაცია და ინტეგრაცია
2025
ამო რესტორანი და კოქტეილ ბარი

ამო რესტორანი და კოქტეილ ბარი

გაიგეთ მეტი
ფონური გახმოვანება, ინსტალაცია და ინტეგრაცია
2025
ბეთლაივ კლუბი გონიოში

ბეთლაივ კლუბი გონიოში

გაიგეთ მეტი
ფონური მუსიკა, სცენის განათება, პროფესიონალური გახმოვანება, არქიტექტურული განათება
2023

თქვენი ხედვა, ჩვენი გამოცდილება და შედეგი, რომელიც აჭარბებს მოლოდინს

კონტაქტი

პარტნიორი ბრენდები

წამყვანი ბრენდები, რომლებსაც მსოფლიო ენდობა

Barco logo
JBL Professional logo
Blaze by Sonance logo
NEXT Audiogroup logo
Samsung logo
Dante logo
Blustream logo
Vissonic logo
Epson logo
K-Array logo
Sennheiser logo
Highlite logo
BZBgear logo
Crestron logo
Allen & Heath logo
Barco logo
JBL Professional logo
Blaze by Sonance logo
NEXT Audiogroup logo
Samsung logo
Dante logo
Blustream logo
Vissonic logo
Epson logo
K-Array logo
Sennheiser logo
Highlite logo
BZBgear logo
Crestron logo
Allen & Heath logo

პროფესიონალიზმი

ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება ტექნიკურ სიზუსტეს, გამოცდილებასა და ხარისხისადმი პასუხისმგებლობას.

გუნდურობა

საუკეთესო შედეგი ეფექტური თანამშრომლობის შედეგად იქმნება, სადაც გუნდის თითოეული წევრის ძალისხმევა საერთო წარმატებას ემსახურება.

სანდოობა

ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთი პროექტის წარმატება არ არის. გვსურს, ვიყოთ გრძელვადიანი და სანდო პარტნიორი, რომელიც მომხმარებლებთან ერთად ვითარდება.

გამჭვირვალობა

მომხმარებელთან ურთიერთობას ვაშენებთ პატივისცემაზე, ნდობასა და სრულ გამჭვირვალობაზე.

ბლოგი & სიახლეები

ინდუსტრიული ტენდენციები, უახლესი ინოვაციები და პრაქტიკული რჩევები

360° ვიდეო პროექცია და იმერსიული გამოცდილების ახალი სტანდარტი
09.03.2026
5 წუთში საკითხავი
იმერსიული ტექნოლოგიები

360° ვიდეო პროექცია და იმერსიული გამოცდილების ახალი სტანდარტი

ადამიანის ისტორია ყოველთვის სივრცესთან იყო დაკავშირებული. გამოქვაბულის კედლებზე დახატული გამოსახულებებიდან დაწყებული, თანამედროვე არქიტექტურითა და ციფრული ეკრანებით დამთავრებული, სივრცე ყოველთვის იყო ის ჩარჩო, სადაც აზრი და ამბავი ყალიბდებოდა. დღეს კი ეს როლი კიდევ უფრო ფართოვდება. ამ რეალობაში კი ვიზუალური ეფექტი მხოლოდ ლამაზი სურათი აღარ არის. ადამიანები ელიან გამოცდილებას, რომელიც მათზე ემოციურად მოქმედებს და დასამახსოვრებელ ამბავს უყვება. სწორედ ამიტომ გახდა 360° ვიდეო პროექცია თანამედროვე სივრცეების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გადაწყვეტა.

AV over IP: როგორ ცვლის IP-ტექნოლოგია აუდიო ვიზუალური სისტემების მომავალს
04.12.2025
8 წუთში საკითხავი
AV ტექნოლოგიები

AV over IP: როგორ ცვლის IP-ტექნოლოგია აუდიო ვიზუალური სისტემების მომავალს

ტექნოლოგიური განვითარება ყოველდღიურად ცვლის იმას, თუ როგორ ვმართავთ, ვანაწილებთ და ვაკონტროლებთ აუდიოვიზუალურ კონტენტს. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადატრიალება არის AV over IP (Audio - Video over Internet Protocol) ტექნოლოგია, რომელიც აუდიო და ვიდეო სიგნალების გადაცემას სტანდარტული ქსელური ინფრასტრუქტურის საშუალებით ახდენს

რატომ არის აუცილებელი AV კონსულტანტი და რატომ არ ჰყოფნის MEP-ს კომპეტენცია აუდიო-ვიზუალური სისტემებისთვის
03.12.2025
7 წუთში საკითხავი
AV კონსულტაცია

რატომ არის აუცილებელი AV კონსულტანტი და რატომ არ ჰყოფნის MEP-ს კომპეტენცია აუდიო-ვიზუალური სისტემებისთვის

თანამედროვე შენობების მშენებლობისა და რემონტის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება MEP (Mechanical, Electrical, Plumbing) ინჟინრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გათბობა-გაგრილების, ელექტროსისტემების და წყალგაყვანილობის პროექტირებაზე. თუმცა, როდესაც საქმე აუდიო-ვიზუალურ სისტემებს ეხება, MEP-ის კომპეტენცია საკმარისი არ არის

აუდიო-ვიზუალური ტერმინოლოგია მარტივად: მცირე ლექსიკონი დამწყებთათვის
08.10.2025
6 წუთში საკითხავი
AV ტერმინოლოგია

აუდიო-ვიზუალური ტერმინოლოგია მარტივად: მცირე ლექსიკონი დამწყებთათვის

დღეს ნებისმიერი თანამედროვე სივრცე, იქნება ეს საკონფერენციო დარბაზი, თეატრი, საგანმანათლებლო გარემო თუ კომპანიის ოფისი დამოკიდებულია აუდიო-ვიზუალურ ტექნოლოგიებზე. აუდიო-ვიზუალური სისტემები აერთიანებს ხმას, გამოსახულებას, განათებას და ავტომატიზაციას ერთ ეკოსისტემაში. მაგრამ სანამ ამ ტექნოლოგიებს სრულად გამოიყენებთ, აუცილებელია იცოდეთ, რა დგას ამ ყველაფრის უკან.

როგორ ავარჩიოთ სწორი დინამიკები ფონური გახმოვანებისთვის
06.10.2025
5 წუთში საკითხავი
ხმის სისტემები

როგორ ავარჩიოთ სწორი დინამიკები ფონური გახმოვანებისთვის

ერთხელ ხომ მაინც ხომ შეგიმჩნევიათ: შედიხართ რესტორანში, ყველაფერი თითქოს იდეალურადაა - ინტერიერი, განათება, მომსახურება. მაგრამ რაღაც გაკლიათ. გარემო არ გგვრით ემოციას. ახლა წარმოიდგინეთ იგივე სივრცე, სადაც ფრთხილად შერჩეული მუსიკა თანაბრად, უხმაუროდ ნაწილდება და თითქოს გკარნახობს, რომ აქ უფრო დიდხანს დარჩე. ეს არის ფონური გახმოვანების ძალა, და სწორედ ამიტომ ღირს სერიოზულად დაფიქრდეთ, როგორ ჟღერს თქვენი ბიზნესი.

ISE 2025 – AV ტექნოლოგიების მომავალი და ჩვენი შთაბეჭდილებები
08.02.2025
4 წუთში საკითხავი
ყველაზე მასშტაბური გამოფენა

ISE 2025 – AV ტექნოლოგიების მომავალი და ჩვენი შთაბეჭდილებები

ტექნოლოგიებს ხშირად ვუყურებთ, როგორც მექანიზმებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ამარტივებენ. მაგრამ სინამდვილეში ისინი ბევრად მეტია: ტექნოლოგიები ქმნიან გამოცდილებას, აყალიბებენ ჩვენს ურთიერთობებს და ხშირად განსაზღვრავენ მომავალს, რომელშიც ვცხოვრობთ.