ჩვენ შესახებ
2019 წლიდან ფრესნელი აუდიო-ვიზუალური სისტემების ინტეგრაციისა და დისტრიბუციის წამყავნი კომპანიაა საქართველოში. ჩვენი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია და სამუშაო გარემო, ვიყოთ საიმედო პარტნიორი როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის.
კომპანია ადამიანებზეა დაფუძნებული, სადაც თითოეული წევრის გამოცდილება, ცოდნა და პროფესიონალიზმი ქმნის ძლიერ სისტემას.
ჩვენი გუნდი აერთიანებს აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე სპეციალისტებს. ინჟინრები, დიზაინერები, პროექტის მენეჯერები და ტექნიკური პერსონალი ერთად ვმუშაობთ საერთო მიზნისთვის – მაქსიმალური სიზუსტით განვსაზღვროთ მომხმარებლის საჭიროება და შევთავაზოთ სრულყოფილი, პროექტზე მორგებული ინტეგრირებული გადაწყვეტილება.
ჩვენთვის ღირებულია:
პროფესიონალიზმი
ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება ტექნიკურ სიზუსტეს, გამოცდილებასა და ხარისხისადმი მაქსიმალურ პასუხისმგებლობას.
გუნდურობა
საუკეთესო შედეგი იქმნება ეფექტური თანამშრომლობით. ჩვენთვის გუნდი ნიშნავს ცოდნის, გამოცდილების და იდეების თავისუფალ გაზიარებას – როცა თითოეული წევრის ძალისხმევა საერთო წარმატებას ქმნის.
პარტნიორობა, რომელიც ვითარდება
ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთი პროექტის წარმატება არ არის. გვსურს, ვიყოთ გრძელვადიანი, სანდო პარტნიორები, რომლებიც ვითარდებიან მომხმარებლებთან/კომპანიებთან ერთად.
სანდოობა და გამჭვირვალობა
მომხმარებელთან ურთიერთობას ვაშენებთ პატივისცემაზე, ნდობასა და სრულ გამჭვირვალობაზე. ყოველთვის ვმოქმედებთ გულწრფელად და პასუხისმგებლობით.